ანტუან ჟერომ ბალარი (Antoine-Jérôme Balard) (დ. 30 სექტემბერი, 1802, მონპელიე ― გ. 30 მარტი, 1876, პარიზი), ფრანგი ქიმიკოსი, პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი (1842). პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1844).
ბალარმა დაამუშავა ზღვის წყლისაგან ნატრიუმის სულფატისა და კალიუმის მარილების მიღების ხერხი, რომელსაც სამრეწველო მნიშვნელობა აქვს. 1826 წელს აღმოაჩინა ახალი ელემენტი - მურიდი (ლათ. muria - მარილწყალი). ამ ელემენტს გეი-ლუსაკმა შემდგომში ბრომი უწოდა. ბალარმა დაადგინა ჟაველის წყლისა (კალიუმჰიპოქლორატის წყალხსნარის) და მათეთრებელი კირის შედგენილობა.
Monday, March 1, 2010
ანტუან ჟერომ ბალარი
ადმინისტრატორი
GUGA
at
10:25 AM
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 კომენტარი:
Post a Comment