Monday, March 1, 2010

ჯონ დალტონი


ჯონ დალტონი, (Dalton) (დ. 6 სექტემბერი, 1766, იგლსფილდი, ინგლისი -გ. 27 ივლისი, 1844, მანჩესტერი), ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1822).

ბიოგრაფია

მიიღო თვითგანათლება. კენდალში და მანჩესტერში ასწავლიდა მათემატიკას. მანჩესტერის ლიტ-ფილოს. საზოგადოების წევრი (1794), მდივანი (1800) და თავმჯდომარე (1817). დალტონმა შეისწავლა აირთა ნარევების თვისებები, აღმოაჩინა აირების პარციალურ წნევათა კანონი (1801) და ხსნადობის დამოკიდებულება მათ პარციალურ წნევაზე (1803; დალტონის კანონები). გამოიკვლია სითხეთა აორთქლების დამოკიდებულება წნევაზე, ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე; დაადგინა (ჟ. შარლისაგან დამოუკიდებლად და გეი-ლუსაკზე ადრე), რომ მუდმივი წნევის პირობებში ტემპერატურის ერთნაირი მატების დროს ყველა აირი ერთნაირად ფართოვდება (1802), დალტონს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები ქიმ. ატომისტიკაში (ჯერად ფარდობათა კანონი და შედგენილობის მუდმივობის კანონი). პირველმა აღწერა (1794) მხედველობის დეფექტი, რომლითაც თვითონ იყო დაავადებული და რომელმაც შემდგომში დალტონიზმის სახელწოდება მიიღო

0 კომენტარი: