Monday, April 26, 2010

არამეტალები

არამეტალები, მეტალებისგან განსხვავებით,მცირერიცხოვნობის მიუხედავად,არამეტალთა საერთო ნიშან–თვისებების გამოყოფა ძნელია.ჩვეულებრივ პირობებში ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება აგრეგატული მდგომარეობით,ფერით,სუნით,ლღობის ტემპერატურით და სხვა.

მაგალითად,წყალბადი,ჟანგბადი და აზოტი უფერო,უსუნო ,აირადი ნივთიერებებია. აირადი ნივთიერებებია ფთორი და ქლორი,მაგრამ ფთორი ღია ყვითელია,ქლორი კი–მომწვანო–მოყვითალო.

მყარი ნივთიერებები–ბორი,ნახშირი,სილიციუმი,ფოსფორი,გოგირდი და იოდი ერთმანეთისგან ფერით განსხვავდება. ბრომი კი მათგან ფერითაც განსხვავდება და აგრეგატული მდგომარეობითაც–ის წითელი სითხეა.

ასეთი განსხვავების მიუხედავად, არსებობს არამეტალთა რამდენიმე ბუნებრივი ოჯახი, რომლებშიც მსგავსი ქიმიური თვისებების ელემენტებია გაერთიანებული–ეს ჰალოგენები და ჰალკოგენებია.

ჰალოგენებს გარე შრეზე შვიდ–შვიდი ელექტრონი აქვთ.შრის დასასრულებლად თითო ელექტრონი აკლიათ.მეტალებთან ურთიერთქმედებისას იერთებენ ამ ერთ ელექტრონს და წარმოქმნიან მარილებს. მაგ. 2NA+CL2-2NACL;

ჰალოგენები ალბათ შეგიმჩნევიათ ნისლიან ამინდში, საღამოს, ავტომობილის ფარები მკაფიოდ ანათებს. ასეთი განათების საშუალებას აირები ჰალოგენები იძლევა.

ჰალოგენები მიეკუთვნება არამეტალთა ძალზე აქტიურ ჯგუფს, რომლის ყველა წევრი მარტივი ნივთიერებების სახით ტოქსიკურია, აღიზიანებს თვალებს, სასუნთქ გზებს... მაგრამ ჭარბი კონცენტრაციისას იცვევს სიკვდილს. დიდი ქიმიური აქტივობის გამო ჰალოგენები ბუნებაში მხოლოდ მარილების და ზღვის წყალში გახსნილი იონების სახით გვხვდება.


ქლორი



ქლორი (Chlorum) (ბერძნ.chlōros მწვანეს ნიშნავს ), Cl, ელემენტთა პერიოდული სისტემის VI ჯგუფის ქიმიური ელემენტი; ატომური ნომერი 17, ატომური მასა 35,453, tდნ- 101 °C, tდუღ - 34,05 °C, სიმკვრივე (აირადი ქლორისა)3,214 კმ/მ³, მოყვითალო-მომწვანო აირი; მიეკუთვნება ჰალოგენებს.

ქლორი მომწამლავი, მოყვითალო მწვანე ფერის, მხრჩოლავი სუნის გაზია. 6,6 ატ. წნევაზე და 20 °C ქლორი ადვილად თხევადდება. 1 მოცულობა წყალში იხსნება 2,3 მოცულობა ქლორი.

აირადი ქლორი ჰაერზე 2,5–ჯერ მძიმეა. ქლორის რიგობრივი რიცხვი Z=17. მისი ატომის გარე გარსი შეიცავს 7 ელექტრონს. ქლორის მოლეკულაში ატომები კოვალენტური ბმით არის შეერთებული CI:Cl. ქლორის წყალხსნარს მომწვანო ფერი და სპეციფიური მძაფრი სუნი აქვს.

ქლორი ძლიერ აქტიური ელემენტია. ის ყველა მეტალს უერთდება, ზოგს ადვილად, ზოგს კი ძნელად. განსაკუთრებით ადვილად უერთდება მეტალებს, როცა უკანასკნელი გავარვარებულია ან გაცხელებულია. ამის მაგალითია მეტალური ნატრიუმი. თუ მეტალურ ნატრიუმს ცეცხლს მოვუკიდებთ და შევიტანთ ქლორის არეში, ის კაშკაშა ალით დაიწვის ქლორში. რეაქციის შედეგად მიიღება ქლორნატრიუმი:
2Na + Cl2 → 2NaCl + 196 კკალ.

ამ რეაქციას ახლავს სინათლისა და სითბოს გამოყოფა.

ქლორი გამოიყენება მრავალი ნაერთის მისაღებად და კერძოდ, ქლორიანი კირის მოსამზადებლად, რომელიც ფართო გამოყენებას პოულობს სხვადსხვა მიზნებისათვის. თავისუფალი ქლორის მცირე მინარევი საკმარისია დაავადებათა გამომწვევი მიკრობების მოსასპობად. ამიტომ წყალსადენის წყალს დააქლორებენ. დაქროლებულ წყალში წარმოქმნილი მცირეოდენი მარილმჟავა სრულიად უვნებელია. ამიტომ იყენებენ ქლორს აუზების დეზინფექციისათვის. თავისუფალი ქლორი და ქლორიანი წყალი გამოიყენება როგორც გამათეთრებელი საშუალება. ქლორით ათეთრებენ ქსოვილებს და ქაღალდს. ქლორის ნაერთები გამოიყენებასოფლის მეურნეობის მავნებლებთან საბრძოლველად.

მეტალურგიაში ქლორი გამოიყენება იშვიათი და ფერადი მეტალების მისაღებად. ქლორის დიდი რაოდენობით ხმარებას მარილმჟავას წარმოქმნის.

ბრომი



ბრომი – Bromum (Br) – ატომური ნომერი 35, ფარდობითი ატომური მასა 79,916, არამეტალი, მე–7 ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტი, მე–4 პერიოდი, ჰალოგენი. მოლეკულური ფორმულა Br2, ფარდობითი მოლეკულური მასა 160. ბრომი აღმოჩენილი იყო ბალიარდის მიერ 1826 წელს და მეტად უსიამოვნო სუნის გამო წოდებულ იქნა ბრომად. (ბრომოს–ცუდსუნიანი, მყრალი). ბრომი მურა წითელი ფერის მძიმე სითხეა. როგორც ყველა ჰალოგენი, ისიც მეტად აქტიურია და იძლევა ნაერთებს თითქმის ყველა ელემენტთან; განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს რეაქცია მეტალებთან. კანთან შეხებისას ბრომი კანის მძიმე დამწვრობას იწვევს. ბუნებაში ბრომი გვხვდება ნაერთების სახით კალიუმთან, ნატრიუმთან და მაგნიუმთან 0,00003%–ის რაოდენობით. ბრომით მდიდარია ყირიმის მლაშე ტბები. იგი გროვდება ზოგიერთ მცენარეში, მაგ: ბარდა, ლობიო, წყალმცენარეები. ბრომს შეიცავს თევზისა და სხვა ზღვის ცხოველების სხეულები. ბრომის იონებია ტვინში, ჰიპოფიზში მაღალმოლეკულური ორგანული ნაერთის სახით. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ჰიპოფიზი ბრომ–ჰორმონს გამოყოფს, რომელსაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეკავების უნარის აღდგენისა და გაძლიერების თვისება აქვს. ბრომი გამოიყენება მედიცინაში. მისგან ამზადებენ მედიკამენტებს შინაგანი და გარეგანი მოხმარებისათვის. იგი აგრეთვე გამოყენებულია ფოტოკინოტექნიკაში და საღებავების დასამზადებლად. ბუნებრივი ბრომი ორ იზოტოპს შეიცავს: Br79 და Br81, ხელოვნურად მიღებულია ბრომის თერთმეტი რადიაქტიური იზოტოპი.

ფტორი



ფტორი (ფლუორი – Fluorum) F, ატომური ნომერი – 9, ფარდობითი ატომური მასა 19, არამეტალი, მე–7 ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტი, მე–2 პერიოდი, ჰალოგენი. მოლეკულური ფორმულა F2, ფარდობითი მოლეკულური მასა 38. ფტორი თავისუფალი სახით პირველად მიიღო ფრანგმა მეცნიერმა ა. მუასანმა 1886 წელს, თუმცა როგორც დამოუკიდებელი ელემენტი გამოყოფილი იყო ამპერის მიერ ჯერ კიდევ 1810 წელს. ლათინური სახელწოდება მიიღო ფლუორის შემცველი მინერალისაგან – ფლუორიტისაგან. რუსული სახელწოდება „ფტორი“ მიიღო ბერძნული სიტყვის „ფტორიოს“ ფუძიდან, რაც ნიშნავს დამშლელს. ფტორის საერთო რაოდენობა ბუნებაში 0,92%–ს უდრის. მოიპოვება მინერალების–ფლუორიტი
ს(CaF2) (ყაზახეთი, ტაჯიკეთი), კრიოლითის (AlF3 . 3NaF)(გრენლანდია) სახით. არის აპატიტების შედგენილობაშიც [Ca3(PO4)2 . CaF2].

ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ფტორი მოყვითალო ფერის აირია მკვეთრი, გამაღიზიანებელი სუნით, საწამლავია, თხევადდება –187oC-ზე. სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში არის 1,11. არამეტალებს შორის ყველაზე ხარბად იერთებს ელექტრონს და ამის გამო ის უძლიერესი მჟანგველია. ფტორი გამოიყენება ფტორორგანულ ნაერთთა მისაღებად. ფტორის წყალბადნაერთის HF-ის წყალხსნარი გამოიყენება მინაზე წარწერების გასაკეთებლად და მქრქალი მინის დასამზადებლად. ფტორის ნაერთთა რაოდენობა ნიადაგში მეტია, ვიდრე მდინარეებსა და ოკეანეებში. ადამიანის სხეულში ფტორი უმთავრესად ძვლებსა და კბილებშია (0,2%), განსაკუთრებით მინანქარში, რომლის შედგენლობა დაახლოებით პასუხობს ფორმულას – Ca5F(PO4)3, ამიტომაა, რომ კბილის პასტა ფტორის შემცველ ნაერთებსაც შეიცავს, რაც კბილს კარიესისგან იცავს, მაგრამ თუ 1ლიტრ წყალში ფტორის მაერთთა რაოდენობა 1,2მგ–ს აღემატება, კბილის მინანქარი ზიანდება. გარდა ამისა ფიქრობენ, რომ წყალსა და ჰაერში ფტორიდების რაოდენობის გაზრდა ხელს უწყობს ჩიყვით დაავადებას. ნატრიუმფტორიდი – NaF გამოყენებულია სოფლის მეურნეობაში მავნებელთა წინააღმდეგ და ხის კონსერვაციისათვის.

ფტორი კარიესის წინააღმდეგ




ყველა ასაკში კბილებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა ფტორის ზომიერ დოზებში მოხმარება, ვინაიდან იგი ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

ფტორის მოქმედებას კარიესის წინააღმდეგგანაპირობებს შემდეგი ფაქტორები:

· ფტორი ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს: ნერწყვი, რომელიც ფტორს შეიცავს გროვდება რა კარიესულ ზედაპირზე, მიიზიდავს სხვა მინერალებს (მაგ. კალციუმს), რაც ხელს უწყობს კბილის ქსოვილის მინერალური სტერუქტურის აღდგენის პროცესს;

· იგი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს. რემინერალიზაციის პროცესში ფტორის მონაწილეობით წარმოქმნილი მინერალი (ფტორაპატიტი) უფრო ძლიერია, ვიდრე კბილის შემადგენლობაში არსებული მინერალები (ჰიდროქსიაპატიტი და ნახშირმჟავა ჰიდროქსიაპატიტი);

· ფტორი ხელს უშლის ბაქტერიის მიერ შაქრის გადამუშავების პროცესს. შესაბამისად, იგი ამცირებს კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ მჟავების გამოყოფას და კარიესულ პროცესს.

ფტორი შედის კარიესის საწინააღმდეგო კბილის პასტებში. მისი საკმარისი რაოდენობით მისაღებად საჭიროა ამ ტიპის პასტების საკმარისად ხშირი მოხმარება. სასარგებლოა აგრეთვე ჩვეულებრივი ონკანის წყლის სმა და ამ წყლით კბილების გამორეცხვა, ვინაიდან უნდა აღინიშნოს, რომ ფტორი არის მხოლოდ ონკანის წყალში და არ არის ბოთლებში სპეციალურად ჩამოსხმულ სასმელ წყალში. ძველად ონკანის წყალი ძალზედ მცირე რაოდენობით შეიცავდა ფტორს. ჩატარებულმა სტომატოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ქალაქის წყალმომარაგების პირობებში წყალში ფტორის შემცველობის მომატებით ქალაქის მაცხოვრებლებში კარიესის განვითარება შემცირდა 40% და ზოგ შემთხვევებში 70%-ითაც კი.

ყველა ასაკში კბილებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა ფტორის ზომიერ დოზებში მოხმარება, ვინაიდან იგი ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

იოდი

იოდი იმ მიკროელემენტთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა გარეშე ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონი-რება წარმოუდგენელია.

ბუნებაში გავრცელება

ამჟამად დედამიწა მარაგის სახით 15 მილიონ ტონა ბუნებრივ იოდიდს შეიცავს, რომლის 99% ჩილესა და იაპონიაშია თავმოყრილი. სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობს იოდის ინტენსიური მოპოვება, სადაც წელიწადში 720 ტონა იოდი იწარმოება. თავისუფალი სახით (თუმცა მცირე ოდენობით) ელემენტი მოიპოვება იტალიაში მდებარე ვეზუვისა და ვულკანოს ვულკანთა თერმულ საბადოებში.
იოდს დიდი ოდენობით შეიცავს ზოგიერთი წყალმცენარე, ისინი ნიადაგიდან ისეთი ტემპით აგროვებენ ამ ელემენტს, რომ მათ იოდის კონცენტრატორებსაც კი უწოდებენ. ფიკუსის, ლამინარიას, ფილოფორას ორგანიზმის 1% იოდია, ხოლო ზოგიერთი ღრუბლოვანი წყალმცენარის ორგანიზმი 8,5%-ით ამ ელემენტისგან შედგება. მედიცინაში გამოყენებული იოდის დიდი ნაწილი სწორედ წყალმცენარეებისგან არის მიღებული.
რა მისია აკისრია იოდს

ჰორმონი, რომელთა სინთეზშიც იოდი მონაწილეობს, სულ სამია: თიროქსინი ანუ ტეტრაიოდთირონი-ნი, ტრიიოდთირონინი და თირეოკალციტონინი. თიროქსინი და ტრიიოდთირონინი სხეულის ზრდასა და განვითარებაზე ახდენს გავლენას. ისინი აუცილებელია ნერვული სისტემის, გულისა და სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მათ გარეშე ნივთიერებათა ცვლა სათანადო ინტენსივობით ვერ წარიმართება. ამ ჰორმონთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა თერმორეგუ-ლაციურ რეაქციათა გააქტიურება, რის შედეგადაც რეგულირდება უჯრედების მიერ სითბოს გამომუშავება. თირეოკალციტონინის მთავარი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულირებაა. როცა ეს ჰორმონი სისხლში საჭირო ოდენობით მოიპოვება, ნორმალურად მიმდინარეობს გაძვალების პროცესები და კბილების ფორმირება. ამიტომ არის, რომ თირეოკალციტონინის დონე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩონჩხის ჩამოყალიბების, ზრდისა და განვითარების პერიოდში - ამ ეტაპზე სისხლში ჰორმონის კონცენტრაცია პირდაპირ განსაზღვრავს ჩონჩხის ძვლებისა და კბილების ნორმალურ ფორმირებას. განსხვავებულ ფუნქციათა მიუხედავად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ერთნაირი გეგმითა და საბრძოლო ტაქტიკით მოქმედებენ:
თითოეული მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ორგანოზე ახდენს გავლენას;
ბიოლოგიურად მეტად მაღალი აქტივობა ახასიათებთ;
აქვთ შედარებით მცირე მოლეკულური ზომა, რაც უადვილებთ სისხლიდან უჯრედთა მემბრანაში გადასვლას და სამიზნე ორგანოებამდე დროულ მისვლას.

ჩიყვი



- რას უჩივის ბავშვი იოდის უკმარისობისას?

- იოდის დეფიციტის დროს ბავშვს უქვეითდება ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარი, ძილად არის მივარდნილი, აქვს მყარი შეკრულობა, ხშირად ცივდება, თმა სცვივა, ფრჩხილები ემტვრევა, აღენიშნება სიმსუქნისკენ მიდრეკილება. ეს ის კლინიკური ნიშნებია, რომლებსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და ბავშვი დროულად მიიყვანონ სპეციალისტთან.

- როგორ ხდება იოდის დეფიციტის კორექცია?

- სათანადო ოდენობის იოდით ორგანიზმის უზრუნველყოფა ორგვარად შეიძლება: კვების ხასიათის შეცვლით და იოდშემცველი პრეპარატების მიღებით. კვების ხასიათის შეცვლა იოდით გამდიდრებული მარილის, წყლის, კარაქის, პურის, საკონდიტრო ნაწარმის, ხორცის ნაწარმის, რძისა და მისი ნაწარმის მიღებას გულისხმობს. იოდით ბუნებრივად მდიდარია ზღვის კომბოსტო, ოკეანის თევზი. ჩვილები-სთვის საგანგებოდ გამოდის იოდშემცველი ადაპტირებული რძის ნარევები. იოდის შემცველი პრეპარატებიდან პედიატრიულ პრაქტიკაში გამოიყენება იოდიდ 100, რომელიც ასევე ენიშნებათ ორსულებსა და მეძუძურ დედებს ნაყოფისა და ახალშობილის იოდით უზრუნველყოფისთვის. იოდის პრეპარატებს უპირატესად რისკის ჯგუფში შემავალ ბავშვებს უნიშნავენ.

- ვინ შედის რისკის ჯგუფში?

- რისკჯგუფებს ქმნიან:
ჩვილები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე გადაიყვანეს ხელოვნურ კვებაზე, მაგრამ არ იღებენ იოდით გამდიდრებულ ადაპტირებულ ნარევებს;
1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ჯერ არ იღებენ მარილიან საკვებს;
სკოლამდელი და სკოლის ასაკის, უმთავრესად - ხშირად მოავადე ბავშვები, ასევე - ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ ფიზიკური განვითარების შეფერხების ნებისმიერი ფორმა, აქვთ ენდემური ჩიყვით დატვირთული მემკვიდრეობა;
გარდატეხის ასაკის მოზარდები, განსაკუთრებით - გოგონები 11-12 წლიდან 16-18 წლამდე.

ჩემი დიდი რჩევა, მათთვის ვისაც აქვს იოდის დეფიციტი: ზაფხულში გირჩევთ წახვიდეთ ზღვაზე და დილით ადრე სანამ მზე ამოვა გაისეირნოთ ზღვის ნაპირზე, რადგან ამ დროს გამოიყოფა იოდი. ასევე იოდი გამოიყოფა შტორმის დროს როდესაც ტალღები მცენარეებს რიყავს ნაპირზე!

Wednesday, April 21, 2010

ალექსანდრიის შუქურა


ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, და იმ დროისთვის დედამიწაზე არსებული ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო.



თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია, და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა და მისი შუქი 100 კილომეტრზე აღწევდა,ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ. როგორც ალექსანდრიის ზარაფხანის რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა. ასევე, რომაულ პერიოდში, კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო ერთი ქანდაკებამოგვიანებით, მრავალი ადრეული ისლამური მეჩეთის მინარეთთა დიზაინი ფაროსის მსგავსი სამ-სექციანი პროექტით იქმნებოდა, რაც შუქურის დიდ არქიტექტურულ ზეგავლენაზე მეტყველებს.

ჰალიკარნასის მავზოლეუმი


ჰალიკანასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ 4ე საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე , რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.
აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ.წ 350-წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერ აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტმისიამ დაასრულა.
ჰალიკანასი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, იგი შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით.

მოგვიანებით მავზოლეუმი განადგურდა. ჰალიკარნასს დღეს ბოდრუმი ეწოდება. არქეოლოგიურმა გათხრებმა მის მრავალ საიდუმლოს ნათელი მოჰფინა. თვითონ ჰალიკარნასი ულამაზესი ქალაქი ყოფილა, რომელსაც 7 კილომეტრიანი გალავანი გონდა შემოვლებული. ქალაქის ღირშესანიშნაობებს შორის იყო მარსის ტაძარი, ამფითიატრი და თვითონ მავსოლეს სასახლე.
მავსოლე დაწვევს, ხოლო მისი ფერფლი მიწისქვეშა სამარხში შეინახეს. შესასვლელი მასიური ქვებით ჩახერგეს და მიწით დაფარეს, ამის მიუხედავად ნძარცველებმა გვირაბი გათხარეს და სამარხი გაძარცვეს. უკანასკნელ წლებში განძის გადარჩენილი ნაწილი აღმოაჩინეს.
მავსოლეუმი ხელოვნების უმშვენიერესი ნიმუში იყო.შემკული იყო სვეტებით და ქანდაკებებით, რომლებიც პანტერებზე, ტახებზე და ირმებზე მონადირე ბერძნებს გამოხატავდა. შუბები ბრინჯაოსაგან იყო ჩამოსხმული. სახურავის ოთხცხენიანი ეტლის 6 მეტრიანი მარმარილოს ქანდაკება იდგა. ცხენის სადავეები ოქროსაგან იყო ჩამოსხმული. ტაძარს ასევე ამშვენებდა ბერძნულ სამოსში გამოწყობილი ქანდაკებები.
მავსოლეუმი მიწისძვრამ დააზიანა, შემდეგ კი ჯვაროსანთა რაინდებმა მთლიანად დააგრია. დღეს ნებისმიერ დიდ აკლდამას მავსოლეუმს უწოდებე.


საინტერესო ფაქტები

1)თუ დიდ პირამიდა არ ჩავთვლით, მავზოლეუმმა უძველესი სამყაროს საოცრებათაგან ყველაზე დიდხანს იარსება.
2)მავზოლეუმი ჯერ მიწისძვრამ დააზიანა, შემდეგ კი ჯვაროსანმა რაინდებმა მთლიანად დაანგრიეს, ხოლო ნარჩენები თურქების შეტევების მოსაგერიებლად საჭირო ციხესიმაგრის აშენაბისას გამოიყენეს.
3)მავზოლეუმის ჩრდილოეთი კედლის რამდენიმე ქანდაკება გადარჩა, რადგან შენობის დანგრევის მომენტში მათ მიწა ფარავდა. ფრიზი, რომელიც წყალსადინარის ფუნქციებს ასრულებდა, წლების განმავლობაში მიწაში იყო ჩამარხული.
4)სიტყვით ”მავზოლეუმი”, რომელიც მავსოლეს სახელიდან მომდინარეობს, დღეს ნებისმიერი აკლდამა აღინიშნება.

ეგვიპტის პირამიდები



ჯოსერის პირამიდა

პირამიდებს შორის პირველი იყო მესამე დინასტიის ფარაონის, ჯოსერის პირამიდა, რომელიც ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეში ააგეს. მისი არქიტექტორი ფარაონის კარის ხუროთმოძღვარი და პირველი ვეზირი, იმხოტეპი იყო. პირველი და მეორე დინასტიის ფარაონთა სამარხები გიგანტურ აკლდამებს წარმოადგენდა, რომელთაც მასტაბები ეწოდება. მიუხედავად გრანდიოზული ზომებისა, (ერთი კედლის სიგრძე ზოგჯერ 90 მეტრს აღწევდა) როგორც ჩანს,მასტაბები ვერ აკმაყოფილებდა ეგვიპტის ბრწყინვალე ფარაონთა მოთხოვნებს, ამიტომ იმხოტეპმა სრულიად ახლებური სამარხის ქმნა განიზრახა. მან არა მარტო ახალი ფორმის სამარხი ააგო, არამედ შეცვალა საშენი მასალაც. მანამდე ეგვიპტელები ძირითად საშენ მასალად თიხას და ხეს იყენებდნენ, რაც ეგვიპტეში ცოტა იყო და, შესაბამისად ძვირად ფასობდა. იმხოტეპმა კი პირამიდა ქვით ააგო... აქედან მოყოლებული, ძირითადი საშენი მასალის ადგილი ქვამ დაიკავა.. იმხოტეპმა პირველმა მოიფიქრა სამარხის სიმაღლეში გაზრდა, ამიტომაცაა, რომ ჯოსერის პირამიდა მოგვაგონებს შვიდ ერთმანეთზე დადგმულ მასტაბას, რომელთა ზომაც სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდებოდა. ჯოსერის პირამიდა თავიდან 147მეტრი იყო, ამჟამად კი 136 მეტრია.

ჯოსერის პირამიდა ძირითადად,საფეხუროვანი პირამიდის სახელითაა ცნობილი.


გიზას პირამიდები

დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზას პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ქრ. შ-მდე XXVI საუკუნეში. მისი აღმშენებელი იყო ხემიუნი, პირამიდის სიმაღლე იყო 147 (ამჟამად 136) მეტრი, თითოეული გვერდის სიგრძე 230 მეტრია. მას გარშემო რომ შემოუაროთ, კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ. პირამიდის ასაშენებლად დაიხარჯა 2300000 ლოდი, რომელნიც დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა მოპირკეთებული, მაგრამ დღესდღეობით ეს "პერანგი" აღარ არსებობს. გიზას სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა ფარაონ ხეფრენის პირამიდა, მისი სიმაღლე 143 მეტრია, ფუძის სიგრძე კი 215 მეტრი. მისი არქიტექტორი იყო მერიბი. მესამეა ფარაონ მიკერინასის პირამიდა, რომლის სიმაღლეც 66 მეტრია, გვერდის სიგრძე კი 108 მეტრი. მისი ხუროთმოძღვარი იყო დებხეინი. მერიბსა და დებხეინს ეგვიპტოლოგები ხემიუნის მემკვიდრეებად თვლიან. პირველი მეცნიერი და სწავლული, რომელმაც პირამიდები მოინახულა, ისტორიის მამა, ჰეროდოტე იყო. იგი თავის ჩანაწერებში აღფრთოვენებით საუბრობს პირამიდებზე...


საინტერესო ფაქტები

1)მეცნიერები თვლიან, რომ დიდი პირამიდის წონა 5 მილიონ ტონაზე მეტია, ხოლო მისი აგებისთვის 2 მილიონზე მეტი ქვის ლოდი გამოიყენეს.
2)ფართობი, რომელსაც პირამიდა იკავებს, 5,15 ჰექტარის ტოლია და მასზე ჩოგბურთის 200 მოედანი დაეტევა.
3)იტალიის დედაქალაქ რომის წმინდა პეტრეს ტაძარი ორჯერ მოთავსდებოდა დიდი პირამიდის მიერ დაკავებულ ფართობზე.
4)ნაპოლეონმა გამოითვალა, რომ სამ უმთავრეს პირამიდაში გამოყენებული ქვის მასალა საკმარისი იქნებოდა მთელი საფრანგეთის გარშემო 3 მეტრის სიმაღლისა და 30 სანტიმეტრის სისქის გალავნის ასაგებად.

Monday, April 19, 2010

Flame Test




ქიმიკოსები ამა თუ იმ ქიმიკატის არსებობის აღმოსაჩენად სხვადასხვა ნივთიერებებს იყენებენ. ეს ნივთიერებები, რომლებსაც ინდიკატორები ეწოდება, ფერს იცვლიან იმ შემთხვევაში, თუ შემადგენლობა გარკვეულ ქიმიკატს შეიცავს. ხსნარში იოდს მეწამულისფერი აქვს. მაგრამ თუ მის ერთი წვეთს სახამებლის შემცველ ნივთიერებაზე დააწვეთებთ, ხსნარი გაშავდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი ლაკმუსის ქაღალდია. თუ მას მჟავაში მოათავსებთ,გაწითლდება, ხოლო თუ ტუტეში გალურჯდება.
არსებობს ფერის გამოყენების ტექნოლოგია, რომელსაც ქრომატოგრაფია ეწოდება.