Monday, March 1, 2010

ალფრედ ვერნერი


ალფრედ ვერნერი (დ. 12 დეკემბერი, 1866, მიულჰაუზენი, ელზასი — 15 ნოემბერი, 1919, ციურიხი) შვეიცარიელი ქიმიკოსი, კომპლექსნაერთთა ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1889 წელს დაამთავრა ციურიხის უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლა. 1893 წლიდან ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი. არაორგანული ნაერთთა აგებულების დასადგენად შექმნა კომპლექსნაერთთა თეორია. მიიღო მრავალი ნაერთი და მათი სტრუქტურის გამოსაკვლევად შეიმუშავა ექსპერიმენტული მეთოდები. მიღებული აქვს ნობელის პრემია (1913).

0 კომენტარი: