Monday, March 1, 2010

ქიმიური რეაქცია


ქიმიური რეაქცია – ეწოდება ქიმიურ მოვლენებს, რომელთა მიმდინარეობა დაკავშირებულია ნივთიერების შემადგენლობის ცვლასთან. ქიმიური რეაქციისას ნივთიერებები ერთმანეთზე მოქმედებენ და ერთი ნივთიერებიდან წარმოიქმნება სხვა ნივთიერებები, ამის გამო ქიმიურ რეაქციებს ქიმიურ ურთიერთქმედებასაც უწოდებენ. ამ დროს მოლეკულები იშლება, ატომები კი უცვლელი რჩება.

ქიმიური რეაქციების მიმიდინარეობისათვის საჭიროა მოლეკულების ერთმანეთთან შეხება, შეჯახება. სხვადასხვა გაზებსა და ხსნარებს შორის რეაქცია რომ მოხდეს, საჭიროა მათი შერევა. წყალბადი შერევისთანავე უერთდება ფტორს. ე. ი. რეაქცია თავისთავად იწყება და მიმდინარეობს, მაგრამ ბევრი რეაქცია თავისთავად არ მიმდინარეობს. მაგალითად წყალბადისა და ქლორის ნარევში რეაქცია რომ დაიწყოს, საჭიროა ამ ნარევის დასხივება სინათლით. წყალბადისა და ჟანგბადის ნარევში რეაქცია რომ აღიძრას, საჭიროა ამ ნარევის გაცხელება ან ამ გაზების ნარევში კატალიზატორის შეტანა.

1 კომენტარი:

FuNnYbUnNy said...

oh amas uyure ra kai blogi qonia sg