Saturday, March 26, 2011

new crysis 2 : )))))

Wednesday, January 12, 2011

სერხიო რამოს გარსია


სერხიო რამოსი მადრიდის "რეალში" 2005 წელს გადმოვიდა და მას შემდეგ ძირითადის უცვლელ წევრად იქცა. იგი და "ბლანკოსი" განუყოფელია. განვლილი წლების განმავლობაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის "ბლანკოსის" თითქმის ყველა მოგებულ მატჩში. დღესდღეობით სერხიო "რეალის" ვიცე-კაპიტანია. ეს მას შემდეგ მოხდა,რაც რაულმა და გუტიმ კლუბი დატოვეს. თუმცა ახლაც დავა მიმდინარეობს იმის შესახებ თუ ვინ უფრო გამოადგებოდა კლუბს როგორც კაპიტანი: იკერ კასილასი თუ სერხიო რამოსი. მე გთავაზობთ სერხიოს ბიოგრაფიას, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის...


სრული სახელი: სერხიო რამოს გარსია

დაბადების თარიღი: 1986 წლის 30 მარტი

დაბადების ადგილი: კამასი (ესპანეთი)

სიმაღლე: 183სმ

წონა: 73კგ

სათამაშო პოზიცია: მცველი

ამჟამინდელი კლუბი: მადრიდის "რეალი"

მაისურის ნომერი: 4

ადრეული კარიერა: "სევილია"



სერხიო რამოსი დაიბადა 1986 წლის 30 მარტს ანდალუზიის პროვინციის პატარა ქალაქ კამასში, რომელიც სევილიის მეტროპოლიტენში შედის. 1996 წელს 10 წლის ასაკში სერხიო ხესუს ნავასთან ერთად შეიყვანეს "სევილიის" საფეხბურთო აკადემიაში, სადაც იგი 2003 წლამდე სწავლობდა ფეხბურთის ანბანს. 2003 წელს იგი "სევილია ბ-ში" გადაიყავანეს და სულ რამოდენიმე ხანში კი ანდალუზიური გრანდის რიგებშიც ჩაირიცხა. მისი დებიუტი "რამონ სანჩეს პის ხუანზე" შედგა 2004 წლის პირველ თებერვალს "დეპორტივოს" წინააღმდეგ. იგი მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. ის მატჩი "სევილიამ" 0-1 წააგო.


რამოსმა მხოლოდ 1 სეზონი გაატარა "სევილიაში", მაგრამ ამ მცირე ხანში 37 მატჩში 2 გოლი გაიტანა და იმდენი მოახერხა,რომ ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. მაგრამ ყველას სამეფო კლუბმა აჯობა და ანდალუზიელი ფეხბურთელიც სწორედ აქ გადმოვიდა. 2005 წლის ზაფხულში მან კონტრაქტი გააფორმა "ბლანკოსთან".სერხიო ესპანეთში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია. 19 წლის რამოსში 27 მილიონი გადაიხადეს. აღსანიშნავია,რომ სერხიო ერთადერთი ესპანელი ფეხბურთელია,რომელიც ფლორენტინო პერესმა შეიძინა თავისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში.

რამოსს "რეალში" 4 ნომრიანი მაისური მისცეს. მანამდე იგი "ბლანკოსის" ლეგენდარულ მცველ ფერნანდო იეროს ეკუთვნოდა. სერხიო ამ მაისურის ღირსეული მფლობელია, იგი იეროს გზას ადგას და გავა წლები და ისიც მადრიდის "რეალის" ლეგენდა გახდება.

2005 წლის 6 დეკემბერს სერხიო რამოსმა პირველად გაიტანა გოლი თეთრი მაისურით. ეს მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მოახერხა "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ. მაშინ "ბლანკოსი" ბერძნებთან 2-3 დამარცხდნენ. პირველი სეზონის განმავლობაში სერხიო ცენტრალურ მცველად თამაშობდა. ხოლო მას შემდეგ,რაც "რეალში" პეპე და მეტცელდერი მოვიდა, მას მარჯვენა ფლანგზე მოუწია გადანაცვლება, რაც ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. მან 4 სეზონის განმავლობაში 20-ზე მეტი გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის, მითუმეტეს თუ ის "რეალში" თამაშობს, ძალიან კარგი შედეგია.

რამოსის "რეალში" თამაშის დროს, "ბლანკოსმა" ორჯერ მოახერხა "ლა ლიგის" მოგება. სწორედ ამ ორ სეზონში ითამაშა მან საოცრად. სერხიოს უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის გაჩემპიონებაში რაც იმაში გამოიხატება,რომ სერხიომ ამ ორ სეზონში უამრავი საგოლე გადაცემა გააკეთა და საერთო ჯამში 20-მდე გოლიც გაიტანა. ეს რა თქმა უნდა გუნდს ძალიან კარგად გამოადგა. რამოსი მომდევნო სეზონშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო "მერენგების" რიგებში. იგი კვლავ ნაყოფიერად მოქმედებდა როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმის ხაზში.

2008 წელის ფანტასტიური იყო რამოსისთვის. ფიფამაც და უეფამაც სერხიო წლის საუკეთესო გუნდში მარჯვენა მცველად განაწესა. ასევე ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის 21-ე ადგილზე გავიდა, რაც ალბათ დამეთანხმებით მცველისთვის ძალიან კარგი შედეგია.

2009-2010 წლების სეზონში პეპემ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც სერხიოს დაცვის ცენტრში მოუხდა თამაში, რამაც ის გამოიწვია,რომ იგი შეტევებში იშვიათად ერთვოდა და შესაბამისად გოლებიც ნაკლებად გაჰქონდა. მან 33 მატჩი ჩაატარა ცენტრალური მცველის ამპლუაში ამ სეზონის განმავლობაში. 2010 წლის 21 თებერვალს რამოსმა 200-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა "რეალის" მასიურით. მაშინ "ბლანკოსი" "ვილეარეალს" დაუპირისპირდა "ბერნაბეუზე" და დიდი ანგარიშით - 6-2 მოუგო.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, 2005 წლამდე რამოსი ესპანეთის ნაკრების ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. საერთო ჯამში მან 13 მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ მას გოლი არ გაუტანია. 2005 წლის 26 მარტს შედგა მისი დებიუტი "ფურია როხას" შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩში ჩინეთთან,რომელიც ესპანელებმა 3-0 მოიგეს. მაშინ სერხიო 18 წლის 11 თვის და 361 დღის იყო.იმ დროისთვის ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო ბოლო 55 წლის მანძილზე,რომელსაც უთამაშია "ფურია როხას" შემადგენლობაში. მას სულ რამოდენიმე დღით აჯობა ცესკ ფაბრეგასს.

ამ მატჩიდან ზუსტად 7 თვის შემდეგ მან პირველი გოლი გაიტანა ეროვნული ნაკრების მაისურით სან მარინოს წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიპიკაციო ეტაპზე.ის მატჩი "ფურია როხამ" 6-0 მოიგო. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერხიოს უდიდესი წვლილი მიუძღვის ესპანეთის ნაკრების გაჩემპიონობაში. მან 2 გოლის გატანა მოახერხა და რამოდენიმე საგოლე პასიც მიითვალა. 11-ივე შეხვედრაში მან ძირითადიდან დაიწყო თამაში.

2010 წლის მუნდიალი რამოსმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მსგავსად ევროპის ჩემპიონატისა აქაც დიდი წვლილი შეიტანა "ფურია როხას" გაჩემპიონებაში. მიუხედავად იმისა,რომ მას გოლი არ გაუტანია, ის მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ესპნაელთა შემადგენლობაში. მუნდიალის დასრულების შემდეგ რამოსის თამაში 10-ქულიან სისტემაში 9.79-ით შეფასდა, რაც საუკეთესო შედეგია. ესპანეთის ნაკრების მაისურუთ რამოსს 72 მატჩის აქვს ნათამაშები და 5 გოლიც აქვს გატანილი.

2007 წლის აგვისტოში სერხიოსთვის ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მისი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი,ანტონიო პუერტა მოულოდნელად გარდაიცვალა. ისინი ხესუს ნავასთან ერთად მივიდნენ "სევილიის" ახალგაზრდულ გუნდში და 2005 წლამდე თითქმის ყოველდღე უწევდათ ერთმანეთის ნახვა, რამაც ისინი ძალიან დაახლოვა. პუერტას სიკვდილმა რამოსზე დიდი ზემოქმედება გამოიწვია. იგი ფორმიდანაც ამოვარდა ერთი პერიოდი. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მას "რეალის" მაისურის შიგნით მაისური ეცვა,რომელზეც პუერტას ფოტო იყო გამოსახული. იგი დღემდე გატანილი გოლის შემდეგ ცაში ხელებს იშვერს და ყოველ გატანილ გოლს მეგობრის ხსოვნას უძღვნის.


ტიტულები:

"ლა ლიგა" - 2006-2007, 2007-2008
ესპანეთის სუპერთასი - 2008
მსოფილო ჩემპიონატი - 2010
ევროპის ჩემპიონატი - 2008
ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი - 2004
კონფედერაციის თასი - 2009 (მესამე ადგილი)


პირადი ტიტულები:

უეფას საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 2004-2005
უეფას სეზონის საუკეთესო მცველი - 2005-2006
წლის აღმოჩენა (დონ ბალონის ჯილდო) - 2005
ESM-ის სეზონის გუნდის მარჯვენა მცველი - 2007-2008
ფიფას სეზონის გუნდის მარჯვენა მცველი - 2007-2008
უეფას წლის გუნდის მარჯვენა მცველი - 2008
ფიფას წლის გუნდის მარჯვენა მცველი - 2008
ანტონიო პუერტას ჯილდო - 2008
Móstoles Sports Elite-ს ჯილდო - 2010
2010 წლის მუნდიალის ოლსტარის გუნდის მარჯვენა მცველი




მაშ ასე, ალბათ დამეთანხმებით,რომ მადრიდის "რეალს" მართლაც რომ ნამდვილი მადრიდისტა ჰყავს შემადგენლობაში. გავა წლები და სერხიო რამოს გარსიას მოვიხსენიებთ ისეთი ლეგენდების გვერდზე,როგორიცაა რაული, გუტი, რედონდო, იერო, ზიდანი, რონალდო და ა.შ.

HALA RAMOS!!!

Saturday, December 18, 2010

BUGATTI Veyron


ეტორე ბუგატი დაიბადა მილანში, 1881 წლის 15 სექტემბერს. მისი მამა კარლო ბუგატი იყო ცნობილი მოქანდაკე, რომლის ნამუშევრები არაბული ზეგავლენით გამოირჩეოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ.მილანის ხელოვნების აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ბუგატიმ მუშაობა დაიწყო კომოპანიაში ''Prinetti and stucci'', რომელიც ველოსიპედებს აწარმოებდა. ის მაშინათვე დაინტერესდა ტრანსპორტის წარმოების ტექნოლოგიით, რომელიც ახალი გამოგონილი იყო და ჩვიდმეტი წლის ასაკში პირველმა დაუმატა ჩვეულებრივ სამთვლიან ველოსიპედს ძრავი, საუკუნის ბოლოს კი აქტიურად იღებდა მონაწილეობას რბოლებში თავისი შექმნილი ავომობილებით. 1901 წელს ბუგატიმ მილანში ჩატარებულ გამოფენაზე პირველად წარადგინა თავისი შექმნილი ავტომობილი. მანქანის წარმოების ტექნოლოგია მან ძმები გულინელების დახმარებით შეიმუშავა და მიიღო საფრანგეთის საავტომობილო კლუბის ჯილდო "Type2” მისი არაჩვეულებრივი კონსტრუქციისთვის, მაგრამ ამ დროისთვის ბუგატი არასრულწლოვანი იყო და ლიცენზია ავტომანქანაზე გადაეცა კომპანიას დე de Dietrich-ს რომელთანაც ბუგატიმ კონტრაქტი გააფორმა. კომპანია თანამშრომლობით უკმაყოფილო იყო, რადგან ბუგატი მცირე დროს უთმობდა მათ და დამოუკიდებლად მუშაობდა ამიტომაც კონტრაქტი გაუქმდა. შემდეგი რამდენიმე წელი ბუგატიმ იმუშაობა ემილ მატისთან ერთად და შექმნა ახალი მანქანის დიზაინი ოთხ ცილინდიარიანი ძრავით . მას მოგვიანებით მატისთანაც პრობლემები შეექმნა და მიხვდა რომ მხოლოდ მარტო თუ იმუშავდება, ყველანაირი კონტრაქტის მიერ შეზღუდული წესების გარეშე და დაიწყო დამოუკიდებად მუშაობა. შემდეგი წლების განმავლობაში ის აქტიურად ხვეწდა მანქანების წარმოების მეთოდს. 1901 წელი, მილანი მოდელი Type2 1910 წელს ბუგატიმ აიღო სესხი ათი ავტოტმობილისა და ხუთი თვითმმფრინავების ძრავის გამოსაშვებად და საკუთარი ქარხანა გახსნა მოლშაიმში. ამ წლიდანვე დაიწყო ბუგატის ლეგენდარული წარმატებები ავტო რბოლებზე. ბუგატის ავტომობილით გამარჯვებული მძღოლები იყვნენ: ჟან პიერ ვიმილი, რობერტ ბენუა, პიერ ვეირონი 1911 წელს ბუგატის "მოდელი 10” გახდა საფრანგეთის გრან პრის დამსახურებული მეორე ადგილის მფლობელი. იგივე წელს ბუგატიმ ხელშეკრულება გააფორა Peugeot-თან და მათ ერთად გამოუშვეს Bebe peugeot ბუგატის "მოდელი 19”- ის ძრავით, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ავტომობილი გამოვიდა იგივე ძრავით. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ბუგატი ამერიკისა და საფრანგეთის მთავრობების დაკვეთით აწარმოებდა თვითმფრინავების ძრავებს, რამაც გადაარჩინა კომპანია ფინანსური ზარალისგან და დაგროვილმა კაპიტალმა ხელი შეიუწყო მის შემდგომ განვითარებას, გაიზარდა პროდუქციის რიცხვი და ათასზე მეტი მუშახელი დასაქმდა. ბუგატი ყოველთვის აკვირვებდა მომხმარებელს თავისი ავტომობილების სენსაციური დიზაინით. ლეგენდარული "მოდელი 29, 30” იყო პირველი 8 ცილინდრიანი ავტომობილი, რომელსაც უნიკალური, სიგარის ფორმის დიზაინი ჰქონდა. ის პირველად 1922 წლის ACF Grand Prix–ზე გამოსცადეს, მან მეორე ადგილი აიღო. ამის შემდეგ გამოუშვეს მოდელი სახელად: "Tank” რომელმაც რბოლაში მესამე ადგილი მოიპოვა. 1924 წელს ბუგატიმ კვლავ მოახერხა მაყურებლის გაოცება, მან გამოიყვანა შეჯიბრზე ავტომანქანა, იმ პერიოდითვის ტრადიციული დიზაინით მაგრამ ერთი განსხვავებული და ამავდროულად სენსაციური ნიშნით, ავტომობილს ამშვენებდა ეხლა უკვე ასე ცნობილი ალუმინის დისკებანი საბურავები. ეს იყო რვა ცილინრიანი, "მოდელი 35”, როელიც დღესაც კი ერთერ ყველზე წარმატებულ მანქანად ითვლება ისტორიაში, 2.000 მეტი გამარჯვებით. ბუგატის ოცნება იყო შეექმნა ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი და 1926 წელს მისი ოცნების ახდენაც შესძლო. მან წარმოადგინა სრულიად ახალი მოდელი, რვა ცილინდრიანი " Royale” რომელიც ავითარებდა 300 კილომეტრს საათში. ის დღევანდელი სტანარტებითაც კი ყველა დროის ძვირადღირებულ ავტომობილად ითვლება. მაგრამ სამწუხაროდ მოდელი შეიქმნა ისტორიის მანძილზე ყველაზე არახელსაყრელ პერიოდში, რადგან მსოფლიო დიდი დეპრესიის წინაშე იდგა. ამ ტიპის მხოლოდ სამი მანქანა გაიყიდა რამაც თითქმის დაანგრია ბუგატის კომოანია. მაგრამ ბუგატიმ ისევ მიიღო შეკვეთა საფრანგეთის მთავრობიდან, ეხლა უკვე ჩქაროსნულ მატარებელზე რამაც კომპანია მეორედ იხსნა ფინანსრური ზარალისგან. ოცდაათიან წელბში ყველაზე პოპულარული ბუგატის პროდუქციიდან იყო ბუგატის "მოდელი 57”, გაყიდული ნაწარმს რაოდენობა 750 ცალს აღემატებოდა. 1936 მოლშაიმის ქარხნის მუშები გაიფიცნენ, ისინი უკეთეს პირობებსა და ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ. ეტორე ბუგატი, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა თავის მუშახელთან ძლიერ გაკვივებული დარჩა შექმნილი სიტუაციით და დარწმუნებული იყო რომ მასობრივი გაფიცვა ქარხნის გარედან იყო ინსპირირებული. ამ შემთხვევის შემდეგ ის სამუდამოდ გამოეყო სამუშაო კოლექტივს და თითქმის ყოველთვის მათგან დამოუკიდებლად მუშაობდა, ამ დღის შემდეგ ის მეგობრული და კეთილგანწყობილი ატმოსფერო რაც ადრე სუფევდა ქარხანაში სამუდამოდ გაქრა. 1939 წელს "მოდელი 57” G Tank ის გამოცდის დროს გარდაიცვალაბუგატის შვილი ჟან ბუგატი. ამას დართო მეორე მსოფლიო ომიც რამაც ქარხნის მუშაობა თითქმის შეწყვიტა. ომის დამთავრების შემდეგ ეტორე ბუგატის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა ხელახლა აემუშავებინა მოლშაიმის ქარხანა, მაგრამ მას ფინანსური მდგომარეობა არ უწყობდა ხელს. ტორე ბუგატი გარდაიცვალა 1947 წელს პარიზის საავადმყოფოში. ბოლო ავტომობილი რომლის შექმნაზეც ბუგატი მუშაობდა იყო "მოდელი 73 ". ის წარმოდგინლ იქნა პარიზის ავტო შოუზე 1947 წელს, ბუგატის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე. ეტორე ბუგატის ცხოვრების პერიოდში ბუგატის მარკის 7.900 ზე მეტი ავტომობილი გაიყიდა. . ორმოცდაათიან წლებში მოლშაიმის ქარხანამ გამოუშვა ახალი "მოდელი 101” რომელიც ძალიან ჰგავდა "მოდელ 57”-ს. მაგრამ ის არ გამოირჩეოდა არც თანამედროვე დიზაინითა და არც ტექნოლოგიური მიღწევებით, ამიტომ ის სცნეს იმ დროისთვის უკვე მოძველებული სტილის ავტომობილად. 1963 წელს ბუგატის ქარხანა გაიყიდა, ის შეიძინა კომპანიამ Hispano Suiza, ოთხმოციან წლამდე კომოანია თითქმის არ უშვებდა ავტომობილებს ოთხმოციან წლებში კი ბუგატის სახელი კვლავ აღმოცენდა და წარმოადგინა ყველაზე სწრაფი და დახვეწილი ავტომობილი, რომელიც სრულიად განსხვავებული იყო იმ პერიოდში კლასიკური ტიპის ავტომობილებისგან, ამ მოდელს არ გააჩნდა კონკურენტი. ეს იყო Bugatti EB 110. და მისი სპორტული მოდიფიკაცია BუგატტიBugatti 110 S. ხოლო 1993 წელს კომპანიამ წარმოადგინა ახალი EB112 1999 წელს მარკა ბუგატი შეისყიდა კონცერნმა VW, პირველი ავტომობილი რომელიც მათ მომხმაებელს წარუდგინეს იყო მინაპლასტუკური EB 118რომლის დიზაინის ავტორიც ფაბრიციო ჯუჯარო იყო. ამავე წელს ჟენევის ავტო შოუზე შედგა ახალი AUDI-ს მიერ შემუშავებული EB 218. ბუგატის შემდეგი დიდი ნაბიჯი იყო ბუგატი EB 18/3 CHIRON (ფრანკფურტი 1999 წელი) რომლის სახელიც გამოჩენილ ფრანგ ავტომრბოლელს უკავშირდება. ეს ავტომობილი მნიშვნელოვან სენსაციად იქცა მაქსიამლური სიჩქარით 300 კმ/სთ. ერთი თვის შემდეგ ტოკიოში VW-მა წარმოადგინა ახალი სუპერ მანქანა ბუგატის სახით EB 18/4 Veyron რომლის სახელიც ასევ ბუგატის ავტომრბოლელს უკავშირდება. დიზაინზე იზრუნა VW ის დიზაინ ცემნტრმა, ჰარმუტა ვარკუსის ხელმძღვანელობით. ასევე აღსანიშვანია ის ფაქტიც რომ ბუგატის მარკა დაკავშირებულია საქართველოსთან, რადგან სწორედ ქართული "ციკოლია დიზაინის” მიერ შემუშავებული მოდელი იყო წარმოდგენილი ფრანკფურტის ავტო გამოფენაზე 1997 წელს. მიუხედავად იმისა რომ ბუგატის რთული ბედი ხვდა წილად და მისი განვითარების ისტორია დაბრკოლებებით იყო აღსავსე, ბუგატის საელი კვლავაც ცოცხალია და ყოველთვის მაღალ ხარისხთან ასოცირდება. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და სწრაფი ავტომობილია რომლის ლეგენდაც მე 19 საუკუნის ბოლოს დაიწყო და დღესაც გრძელდება...

Sunday, November 7, 2010

People Are Awesome

Monday, September 13, 2010

FootBall

NO COMMENT!

Saturday, June 12, 2010

Pepsi Advertisement