1.1ქიმიური რეაქციის სითბური ეფექტი.
1) სითბოს იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყოფა ან შთაინთქმება ქიმიური რეაქციების დროს, რეაქციის სითბური ეფექტი ეწოდება.
2) ქიმიურ რეაქციას, რომლის მიმდინარეობისას სითბო გამოიყოფა, ეგზოთერმული რეაქცია ეწოდება, ხოლო რომლის მიმდინარეობისას სითბო შთაინთქმება - ენდოთერმული.
3) ქიმიურ განტოლებას, რომელშიც ნაჩვენებია რეაქციის სითბური ეფექტი, თერმოქიმიური განტოლება ეწოდება.
1.2 ქიმიური რეაქციის სიჩქარე.
1)მინიმალურ ენერგიას, რომელიც აუცილებელია ნაწილაკების არააქტიურიდან აქტიურ მდომარეობაში გადასაყვანად, აქტივაციის ენერგია ეწოდება.
2) ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე გავლენას ახდენს ტემპერატურა, ნივთიერების ბუნება, შეხების ზედაპირის ფართობი, ნივთიერებათა კონცენტრაცია.
1.3 როგორ განვსაზღვროთ მიმდინარე ქიმიური რეაქციის სიჩქარე.
1)ქიმიური რეაქციის საშუალო სიჩქარე განისაზღვრება ერთ-ერთი მორეაგირე ან მიღებული ნივთიერების მოლური კონცენტრაციის ცვლილებით დროის ერთეულში.
2)ტემპერატურის ყოველი 10 გრადუსით გადიდებით რეაქციისსიჩქარე 2-4-ჯერ იზრდება.
1.4 კატალიზატორი.
1) ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს ქიმიურ რეაქციაში, ცვლის მის სიჩქარეს, თვითონ კი უცვლელი რჩება რეაქციის დასრულების შემდეგ, კატალიზატორი ეწოდება.
2)კატალიზატორი ამცირებს აქტივაციის ენერგიას.
3)ინჰიბიტორი ამცირებს ქიმიური რეაქციის სიჩქარეს.
4)ჰომოგენურია კატალიზი, როდესაც მორეაგირე ნივთიერებები და კატალიზატორი ერთ ფაზაშია, ჰეტეროგენული კატალიზის დროს კი - სხვადასხვა ფაზაშია.
Monday, February 22, 2010
ადმინისტრატორი
GUGA
at
4:12 AM
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 კომენტარი:
Post a Comment